ბათუმის ბაღების გაერთიანებაში საკადრო ცვლილებებია. გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა ორი მოადგილე ახალი კადრებით ჩაანაცვლა. მათ შორის ერთი კვირის წინ სამსახური დატოვა ნინო კერვალიშვილმაც, რომელიც დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში იყო.
მან მუშაობა მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დაიწყო. სამი წლის წინ გაუქმებული შტატი სამსახურმა წელს მერიასა და ბაღების გაერთიანებას შორის კოორდინირებული მუშაობის გაუჯობესების მიზნით აღადგინა. როგორც კერვალიშვილი ამბობს, არსებულ ვაკანსიაზე განაცხადი თავისი სურვილით შეიტანა, რომელიც დაკმაყოფილდა. მოუწევს თუ არა მას კონკურსის გავლა, ჯერ არ იცის. ბაღების გაერთიანება დატოვა აიპი-ს ხელმძღვანელის მოადგილემ საფინანსო დარგშიც. ვაკანტური ტანამდებობები გაერთიანებაში უკვე დაკავებულია. ვრცლად საკადრო ცვლილებების შესახებ მომდევნო გამოშვებებში გიამბობთ.

No comments:
Post a Comment