add by be news

ბაძავს თუ არა ღარიბაშვილი ივანიშვილს


რთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ როცა მე დავტოვებ თანამდებობას, შესაძლოა 5 წელიწადში, შესაძლოა უფრო გვიან ან უფრო ადრეც, არავინ იცის, მე მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რასაც ახლა ვაკეთებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე იმ შეკითხვის საპასუხოდ, არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებები.  


  ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს. მოდერატორმა მას ჰკითხა თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ზღურბლზე. იგი დაინტერესდა თუ როგორ უდგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებს ღარიბაშვილის მთავრობა. მოდერატორი განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო საქმეებით დაინტერესდა, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა:     "მე მინდა ძალიან მოკლედ აგიხსნათ, გამჭვირვალობას და კანონის უზენაესობას ყველა აღნიშნულ სასამართლო პროცესებზე უმთავრესი ყურადღება ექცევა. ჩვენ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ კანონის უზენაესობა ჩვენთან დაცულია. მე ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს სასამართლო პროცესი აბსოლუტურად ტრანსპარანტულია. ჩვენ პროცესში საერთაშორისო მონიტორები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე გვყავს ჩართული, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ აღნიშნულ სასამართლო პროცესებს. გარდა ამისა, მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, თომას ჰამერბერგიც ახორციელებს და ჩვენ მისგან რჩევებს ვიღებთ. მე მიმაჩნია, რომ არავინ არ შეიძლება იყოს კანონზე მაღლა დაყენებული. ეს არაერთხელ ნათლად განმიცხადებია და მინდა გავიმეორო, რომ არავინ არ შეიძლება იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ მინდა ჩემს მთავრობასა და ჩემს გუნდთან ერთად ამგვარი ქვეყანა ავაშენო. ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ როცა მე დავტოვებ თანამდებობას, შესაძლოა 5 წელიწადში, შესაძლოა უფრო გვიან ან უფრო ადრეც, არავინ იცის, მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რასაც მე ახლა ვაკეთებ. და თუ კი 5 ან 10 წლის შემდეგ ახალი მთავრობა აღმოაჩენს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე, მაშინ ამაზე პასუხი უნდა ვაგო. მაგრამ ჩვენ სერიოზულ, დიდ დანაშაულობებზე ვსაუბრობთ და არცერთი ეს სასამართლო საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ თანაბრად ვეპყრობით, როგორც სხვას, ისე ჩვენი ხელისუფლების გუნდის წევრებს. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩემთან ძალიან ახლოს მყოფი პიროვნება, ჩემი პირველი მოადგილე დავაპატიმრეთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ არჩევნებში, ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ როცა მან დაარღვია კანონი, ვალდებული ვიყავით ის დაგვეპატიმრებინა, სხვაგვარად, ხალხს ვეტყოდით, რომ ჩვენ პრივილეგირებულნი ვართ. ჩვენ არ ვართ პრივილეგირებულნი და არც მინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ხალხის მიერ ვართ არჩეული და უნდა ვემსახუროთ მას. მე პასუხისმგებელი უნდა ვიყო სწორედ ხალხის წინაშე და ყველაფერ იმაზე უნდა ვაგო პასუხი რასაც ვაკეთებ. გთხოვთ სწორად გამიგოთ, არ მინდა წარსულზე საუბარში გავატაროთ დრო, ჩვენ მომავალზე ორიენტირებული მთავრობა ვართ და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ დღეს თავისუფალი სასამართლო გვაქვს. არასოდეს ყოფილა  საქართველოში სასამართლო ისეთი თავისუფალი, როგორიც დღესაა. მოდით და  მოსამართლემ გადაწყვიტოს, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი დამნაშავე. ეს ჩემი საქმე არ არის. ", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

No comments: