add by be news

რითია სასარგებლო ასკილი



ვერც ერთი მცენარე ვერ შეედრება ასკილს სასარგებლო თვისებებით.ის ვიტამინების განძია და ხალხური სიბრძნის თანახმად შვიდ ექიმს უდრის. რამოდენიმე საუკუნის წინ ასკილს ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ იყენებდნენ.

მოგვიანებით ოფიციალურმა კვლევებმა მთლიანად დაადასტურა ასკილის სამკურნალო თვისებები და ამის გარდა კიდევ აქამდე უცნობი თვისებებიც აღმოაჩინა.

ასკილის ნაყოფში ვიტამინი C ათჯერ მეტია ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტია ვიდრე ვაშლში. ამ ვიტამინის გარდა ასკილის ფოთლები და ყავილები შეიცავენ B ჯგუფის, K, P ვიტამინებს და კაროტინს. ასკილის ნაყოფი მდიდარია ადამიანისთვის აუცილებელი ორგანული მჟავებით, ეთერ-ზეთებით, მიკროელემენტებით და სხვა ნივთიერებებით.მედიცინა თვლის, რომ ასკილს გააჩნია ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, გამაჯანსაღებელი და სკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები. ქალბატონებისთვის სასიამოვნო ბონუსი - ასკილი ნივთიერებათა ცვლასაც აჩქარებს. მისი ნაყოფის წვენი და ნაყენი გამოიყენება ორგანიზმის გამოფიტვის და ანემიის სამკურნალოდ, ინფექციების, გასტრიტის(დაბალი მჟავიანობით), ათეროსკლეროზის, ჰიპერთონიის დროს - ასკილის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ასკილის ნაყენი და ჩაი სასარგბელოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც, რადგანაც ის მატებს ორგანიზმს მდგრადობას და ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა/ზამთრის პერიოდში.
იყავით ჯანმრთელები!

No comments: