"თავისუფალ დემოკრატთა"
ლანჩხუთელი ლიდერი,ელგუჯა ჩხაიძე, რომელიც გურიის გუბერნატორს ყოფილ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს, ("რამოდენიმე დღეა გურიის გუბერნატორის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეზე,რომ გადააყენოს მუციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე,რომელიც დანიშნულია 2012 წლიდან.გუბერნატორს ზურგს უმაგრებენ ნაციონალი დეპუტატები და მის მიერ ნაციონალებიდან შექმნილი სოციალურ დემოკრატიული პარტიის წევრები.
გუბერნატორმა დასაყრდენი ნაციონალებიდან და ოცნებას მიტმასნილი პირებიდან შექმნა.მოსალოდნელია ჩვენი შრომა და წვალება,რომელიც გავიარეთ წყალში ჩაგვეყაროს.ეს ამბავი გახმიანდა გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე თბილისში დაიბარენ.ისინი ამ წუთას გზაში არიან.გუბერნატორის უაზრო გეგმები უნდა შეჩერდეს.ვისთვისაც სამართლიანობა ღირებულია ვთხოვ გააზიაროთ,ეგებ კომპეტენტურ პირამდე მიაღწიოს".) გასულ წელს თავად გახდა ამგვარი "თავდასხმების" ობიექტი.მაშინ მას, "ნაციონალებთან" თანამშრომლობაში "ქართული ოცნების" აქტივისტები ადანაშაულებდნენ.
თუ ჩხაიძე გუბერნატორს, "ყოფილ ნაციონალებთან" თანამშრომლობაში, მის მიერ , ადგილზე, სოციალ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებისა და მის რიგებში "ნაციონალების" მიღების გამო საყვედურობს, თავად მას, "ქართული ოცნება" კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში "თავისუფალ დემოკრატთა" კვოტით, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში "ნაციონალების" მხარდამჭერების დანიშვნაში სდებდა ბრალს.
მოკლეთ, ლანჩხუთში ასეა , გაბრაზებულ გულზე, თუ ვინმე არ მოგწონს და შესაბამისი არგუმენტები ან ფაქტები არ გაგაჩნია, ამავე დროს ხელისუფლებაში, ან კოალიციაში ხარ, სავალდებულოა განსხვავებული აზრის მქონეს "ნაციონალი" უწოდო.
ამავე დროს, შენ აღარ მოგეთხოვება არც არგუმენტები და არც ფაქტები, "ფაქტი" მხოლოდ ისაა, რომ "შენ" ან "შენი პარტნიორები" "გლობალური საბოტაჟის" ან "საერთაშორისო შეთქმულების" მსხვერპლი ხდებით, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები მაქსიმუმ ვაშინგტონში, ან ჰა ჰა, მინიმუმ ბრიუსელში იღებს სათავეს.მოკლედ, საქმე აშკარად დემაგოგიასთან გვაქვს.
როგორი დემაგოგიაც, ბატონო ელგუჯა ჩხაიძის დადანაშაულება იყო "ნაციონალებთან" ალიანსში. იგივე დემაგოგიაა "გუბერნატორისა და "ყოფილი ნაციონალების" ამბავი.
რადგან, ბატონ ელგუჯას, "ქართული ოცნებიდან" თამუნა ასკურავას საოლქო კომისიაში გამწესების და ელიკო იმნაძის პარტიულ საქმეებში ჩართვის გამო ედავებოდნენ, თავად კი გუბერნატორს რევაზ ჩიტიძესთან მეგობრობას უწუნებს.
თუმცა ოფიციალურ კომენტარში ცოტა მორიდებულია და "გურიის მოამბესთან საუბარში, ბატონი ელგუჯა აცხადებს:"რევაზ ჩიტიძე ნამდვილად ჭკვიანი კაცია და მისი პიროვნების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მის გარდა ერთი, მეორე, მესამე." გვეუბნება, სატელეფონო კომენტარში, თუმცა მეორესა და მესამესაც აღარ აკონკრეტებს.
ბოლო ბოლო სად არის ამდენი "ნაციონალი", თუ საქმე გვაქვს, უბრალოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან?
არადა რამდენიმე კვირის წინ ელგუჯა ჩხაიძე „ქართულ ოცნებაზე“ წერდა:
"თავხედობამ ლანჩხუთში მოლოდინს გადააჭარბა.გულახდილად ვიტყვი,მესირცხვება ლანჩხუთში კოალიციაში ყოფნა,მაგრამ ქვეყანაში კოალიციის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებ.ზემოთ პარტია ქართულ ოცნების ლიდერები ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ ლანჩხუთში პარტიაში შექმნილი მდგომარეობით.”-წერდა ჩხაიძე, მიმდინარე წლის 29 იანვარს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
მოგვიანებით, მან, "გურიის მოამბესთან" საუბარში, დააკონკრეტა, რომ ამ განცხადებაში ის, ლანჩხუთში გამომავალ გაზეთ "ჰო და არას" რედაქციაზე მომხდარ ძალადობაში მონაწილეებს გულისხმობდა, რომლებიც "ქართული ოცნების" სახეები არიან.(არადა ამ სახეების უკან დგას სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება).
თუმცა, ვფიქრობთ, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მეტ გულწრფელობას იმსახურებს, იქნება ეს ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის გამგებელი თუ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, რადგან როცა თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე „ზეწოლის ქვეშ მყოფს“ კომენტარისათვის დავურეკავთ, მან, მინიმუმ, ამ ინფორმაციის გადამოწმებისათვის არ უნდა დაგვცინოს.
No comments:
Post a Comment