ლაშა ტუღუში - უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის გამკაცრება ეფექტური არ იქნება უკანონო მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის გამკაცრება სასჯელის ვადის გაზრდის მიმართულებით, ეფექტური არ იქნება , – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხდა.
ტუღუშის თქმით, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომ მომავალში უკანონო მოსემენებისა და თვალთვალის ფაქტები აღარ განმეორდეს.
"პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა. ჩვენ წარდგენილი გვაქვს პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი და იმედი გვაქვს, რომ დაიწყება მსჯელობა. საუბარი არის ეფექტური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ, რომ დღეს რა ვითარებაც არის, ეს არის ვითარება, როდესაც სამართლადამცავი ორგანოები ფაქტობრივად გასული არიან კონტროლიდან. მხოლოდ შიდა კონტროლი არსებობს რეალურად, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებმა თავი დაცულად ვიგრძნოთ ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისგან. მეორე, ეს არის საკადრო პრობლემა. დღეს სისტემაში ძალიან ბევრი თანამშრომელია დარჩენილი უშუალოდ ვინც ახორციელებდა ამ უკანონო მოქმედებებს. ესეც გაუგებარი და მიუღებელია ჩვენთვის. გაუგებარია რატომ არ შეეხოთ მართლმსაჯულება მათ", - აცხადებს ტუღუში.
მისივე თქმით, თუ კომპლექსური ცვლილებები არ განხორციელდა, გამორიცხული არ არის უკანონო თვალთვალის და მიყურადების სისტემა ისევ ამუშავდეს.
"ბევრი ნიუანსია, რომელიც მოითხოვს ცვლილებებს, დაწყებული ე.წ. შავი ყუთებიდან, რომელიც ჰამარბერგის დასკვნაშია ასახული. სისტემა, რომელიც გულისხმობს შს ორგანოების მიერთებას სატელეფონო კომპანიებზე, პრაქტიკულად უკონტროლოდ, ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას, გადაქაჩვას. არაფერი შეცვლილა არც ამ თვალსაზრისრით, პრაქტიკის მეთოდოლოგიის, სამართლის თვალსაზრისით. ასეთ ვითარებაში ვართ. ვამბობთ, რომ არ მოგვწონს, რაც იყო. რაღაც ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ გავამკაცროთ ახლა სასჯელი. კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ისევ ამუშავდება", - განაცხადა ტუღუშმა.
უკანონო მიყურადებისა და თვალთვალისათვის სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სასჯელის ვადა 3-დან 7 წლამდე განისაზღვრება.

No comments:
Post a Comment