add by be news

"უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიადგება"


პრეზიდენტი პუტინი ყირიმში რუსული ჯარის შეყვანას, "რუსული მოსახლეობის დაცვით" ხსნის, მაგრამ აღნიშნული ვერსია საეჭვოა - ყირიმს ჰქონდა განსაკუთრებული სტატუსი.

სანამ დასავლეთი კრემლის ქმედებებს განიხილავს, შესაძლოა პუტინმა იგივე ეთნიკური სცენარი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებშიც გაითამაშოს. ასე აშუქებს დასავლური მედია რუსეთ-უკრაინის კრიზისს.
ფრანგული Le Monde წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმში შეჭრით დასავლეთთან  ცივი ომი განაახლა. მან დაარღვია "ყველა საერთაშორისო კანონები და ხელშეკრულებები, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი ."
ფრანგული გაზეთი Liberation წერს, ყირიმს უკრაინის შემადგენლობაში ისედაც ჰქონდა განსკუთრებული სტატუსი.  "პუტინის მიზანი სხვა რამეა: მას სურს უკრაინა საკუთარი გალენის ქვეშ მოაქციოს. მან იცის, რომ ვერ გაიმეორებს პრაღისა და ბუდაპეშტის ისტორიას, მაგრამ იცის რა ევროპელების სუსტი ნებისყოფა, სირთულეების შესაქმნელად ყველა საშუალებას გამოიყენებს". ამასთან, უკრაინელები არ წამოეგნენ პუტინის პროვოკაციას, ამიტომაც ახლა ის დროა დასავლეთმა კიევის დასაცავად ხმა ამოიღოს.
The Christian Science Monitor წერს, რომ პუტინის უკრაინაში გათამაშებული "ეთნიკური რუკა", ისევე როგორც მოლდოვაში, საქართველოში, ლატვიასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ძალიან სუსტია. მიმომხილველი აღნიშნავს, რომ მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ შიშველი აგრესია ნიშნავს პირობის დარღვევას -  პატივი სცეს ევროპულ საზღვრებს. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა კრემლი მიადგეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობაა. კერძოდ,  შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოლდოვას, საქართველოს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. ბოლო სამი ნატოს წევრი ქვეყნებია.
"გაბედავს თუ არა პუტინი უკრაინული ავანტიურა გაიმეოროს აღნიშნულ ქვეყნებში? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თამამი იქნება დასავლეთის რეაქცია ყირიმში შეჭრასთან დაკავშირებით და რამდენად გააძლიერებს სხვა საზღვრებს", აღნიშნავს მიმომხილველი.
თავის მხრივ ზბიგნევ ბჟეზინსკი Washington post წერდა, რომ ჯერჯერობით პუტინი წარმატებულად ანხორციელებს ყირიმის უკრაინისაგან ჩამოშორების საკუთარ გეგმას, ამიტომ, პოლიტიკოსის აზრით, კრემლს შესაძლოა გაუჩნდეს ცდუნება იგივე "სპექტაკლი" გაიმეოროს აღმოსავლეთ უკრაინაშიც, თუ დასავლეთისა და ნატოს რეაქცია თამამი არ იქნება. "დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა აღიაროს  კიევში მოქმედი ხელისუფლება. მან, ამ ეტაპზე, უნდა მიახვედროს, არა სახალხოდ, რათა არ დაამციროს რუსეთი  - რომ უკრაინულ არმიას   თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის დასავლეთის  დაუყოვნებლივ დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს, ხოლო ნატოს ჯარები მოყვანილი უნდა იქნას სრულ საბრძოლო მზადყოფნაში", აღნიშნავს ბჟეზინსკი.

No comments: