add by be news

4 საუკეთესო ვიტამინი სექსისთვის



ნუტრიენტების სიაში, რომლებიც მატებენ ლიბიდოს და საგრძნობლად აუმჯობესებენ სექსუალური ცხოვრების ხარისხს შევიდნენ ვიტამინები, რომლებიც ყველა აფთიაქში იყიდება.




მამაკაცებში და ქალებში სასქესო ჰორმონების დონის დაწევა, ხშირად დაკავშირებულია კონკრეტული ვიტამინების უკმარისობასთან-განაცხადეს ექიმებმა. ექსპერტების აზრით სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს 4 კომპონენტი: ვიტიმინი E, ვიტამინი C, B ვიტამინების კომპლექსი და ვიტამინი A.
რატომ კონკრეტულად ესენი?
მრავალმა კვლევამ დაადასტურა: ვიტამინი E საუკეთესო დამხმარეა, მცირე მენჯში არსებული შეგუბებების წინააღმდეგ იმიტომ, რომ ის აუმჯობესებს ორგანიზმის სისხლისმიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას. ხოლო კარგი სისხლის მიმოქცევა, უზრუნველყოფს ჯანსაღ სექსუალური ლტოლვის არსებობას და ერექციას. იმისათვის, რომ აინაზღაუროთ ამ ვიტამინის მარაგი, ექსპერტები გირჩევენ მიიღოთ თხილეული, კივი, მანგო და პომიდორი. ამის გარდა E ვიტამინი შედის ყველა მცენარეულ ზეთში.

ვიტამინი C ეხმარება ორგანიზმს, თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, ისინი კი ერთერთი მთავარი ლოგინში არსებული პრობლემის მიზეზები არიან. ყველაზე მეტი C ვიტამინი არის კივიში და ახალ კენკრაში.
B ვიტამინების კომპლექსი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან
ადამიანის სექსულურ ჯანმრთელობასთან, ესენი არიან ვიტამინი B1, B5 და B12(B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია). სხვათაშორის ისინი სექსუალური ჯანმრთელობის გარდა, უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ჯანმრთელობასაც.
ვიტამინი A იცავს ორგანიზმს სასქესო ჰორმონების დეფიციტისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სათესლეების და საკვერცხეების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებიდან შეიძლება გამოიყოს მანგო და გარგარი.

                                                                  

No comments: