add by be news

აჭარის მთავრობის 100.000 ლარიანი მივლინება





არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" თავმჯდომარის ლაშა ადამიას ინფორმაციით ხვალ აჭარის მთავრობა მიემგზავრება მივლინებაში აშშ - ში . მაიამი ბიჩზე 10 კაციანი დელეგაციით , საკრუიზო ინფრასტრუკტურის განვითარების კონფერენციაზე.

თუმცა ლაშა ადამიას თქმით ეს არ არის საქმიანი ვიზიტი, უბრალოდ აჭარის მთავრობა მიემგზავრება დასასვენებლად, ამის მიზეზად კი ასახელებს იმ ჩავარდნილ პროექტს, რომელიც უნდა განეხორციელებია ბათუმში "როიალ კარიბიან" ფირმას, რომელიც ერთერთი ბრენდია საკრუიზო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის,  აჭარის მთავრობამ "როიალ კარიბიანის" წარმომადგენლებს რამდენჯერმე უთხრა უარი შეხვედრაზე, მიზეზად კი დროის უქონლობა დაასახელეს..
საინტერესოა თუკი უარი ეთქვა როიალ კარიბიანს, რომელსაც უკვე 2012 წელს უნდა დაეწყო ამ პროექტის განხორციელება მაშინ რატომ მიდის მართლაც აჭარის მთავრობა იმ კონფერენციაზე, რომელის სამივლინებო ხარჯი 100.000 ლარს შეადგენს.



No comments: