წარმოშობით გერმანელი, ბრაზილიაში დაბადებული და ლოს ანჯელესში მცხოვრები ფოტოგრაფი, მონა კუნი, რომლის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის სხეულსა და მის სილამაზეზეა გაკეთებული, ფოტოწიგნს უშვებს, რომელსაც “პირადი” ერქმევა.
წიგნის სახელწოდება ყველაზე კარგად ასახავს ფოტოგრაფის მუშაობის სტილს, რომელიც არასოდეს არ იყენებს გადასაღებად პროფესიონალ მოდელებს. ყველა, ვინც მის ობიექტივში ხვდება ახლო მეგობარი თუ არა, კარგი ნაცნობი მაინც არის.მონა თავის მოდელებთან უჩვეულოდ ფაქიზად და ფრთხილად მუშაობს, ალბათ ამიტომაა რომ მისი ფოტოები მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სრულიად შიშველ ადამიანებს ასახავს, ეროტიულ ნამუშევრებზე მეტად ფერწერას გავს.








გარდა ახალგაზრდა სხეულების მშვენიერებისა, მონას მეორე გატაცებაც აქვს – ბუნება, რომელსაც ასეთივე რუდუნებითა და სიყვარულით იღებს, როგორც ადამიანებს.
No comments:
Post a Comment