add by be news

ქართული ოცნება ბურჯანაძის პარტიის აქტივისტების გადაბირებას ცდილობს

დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი აქტივისა და მხარდამჭერების მოსყიდვაში და დასაქმების პერსპექტივით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენებაში ადანაშაულებს.მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეისმინოს საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ძალების მოწოდება და გააუმჯობესოს უსამართლო საარჩევნო გარემო, ის კიდევ უფრო ამძიმებს მას და ცდილობს წინასწარ გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები მომავალი არჩევნებისათვის.



2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა, ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვების გარეშე, მიიღო უპრცედენტო გადაწყვეტილება და შეიტანა ცვლილება კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომლის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოს 13 000 მოქალაქე უმუშევარი დარჩება.


აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულებისთვის შრომის ურთიერთობის შეწყვეტას და ახალი კონკურსის გამოცხადებას.


კანონის ეს რეგულაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და შრომის კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის მთავარ პრინციპებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას და თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს, რომელიც ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს, თუ როდის და რა პირობებში უნდა მოხდეს საჯარო მოხელის გათავისუფლება.


„ქართული ოცნების“ ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი აქტივისა და მხარდამჭერების მოსყიდვა დასაქმების პერსპექტივით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. რამდენადაც საზოგაოებისათვის არის ცნობილი ანალოგიური ქმედების გამო გასამართლდა და მიეცა პასუხისგებაში ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი.


„დემოკრატიული მოძრაობა“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ახალმა ხელისუფლებამ უკვე ნამდვილად გაასწრო „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ხელისუფლების გახანგრძლივებაში. ჩვენთვის ისედაც ცნობილი გახლდათ, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მხოლოდ პარტიული ნიშნით ასაქმებდა ადამიანებს საჯარო სამსახურში, თუმცა იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქვყანაში ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას ახლა უკვე საქართველოს პარლამენტი დააკანონებდა“,-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ

No comments: