მოსამართლემ ერთე-ერთი დღე გაიხსენა, როდესაც რომეო საჯაიამ იგი შეურაცმხყოფელი სიტყვებიტ მოიხსენია. მოსამართლე გიორგი არავეძემ რომეო საჯაიას მოსთხოვა განემარტა თუ რას ნიშნავს სიტყვა "ჩმორი", რომელიც მის მიმართ გამოიყენა და რამ განაპირობა ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება."თქვენ დღეს მომმართავთ "თქვენო ღირსებავ", თუმცა მინდა გაგახსენოთ ერთი დღე, როდესაც გამოხვედით დერეფანში და უშვერი სიტყვებით მლანძღეთ. გულწრფელად მაინტერსებს, ახლაც ასე ფიქრობთ თუ არა", - მიმართა მოსამართლემ ადვოკატს.
რომეო საჯაიამ მისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მოსამართლემ განმარტა, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში. არევაძის თქმით, ეს ფაქტი რეაგრების გარეშე არ უნდა დარჩეს და ადვოკატი რომეო საჯაია, მინიმალური თანხით 50 ლარით დაჯარიმდა.
No comments:
Post a Comment