ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მიიჩნევს რომ ადგილობრივი წარმოების წახალისება ყველაზე მეტად წაადგება ეკონომიკასაც და დასაქმებასაც და ასევე დეფიციტური სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას. ცეზარ ჩოჩელის თქმით ბიზნესში ისევ ის პრობლემებია და განმარტავს რომ გაუთავებელი სიარული სამინისტროდან სამინისტროში, უწყებიდან უწყებაში ძალიან შემაფერხებელია.
მისივე განცხადებით როდესაც ახალი წარმოების ხელშეწყობაზეა საუბარი, ხელისუფლება ცდილობს ოთხი „უნიკალურ წარმოება საქართველოში“ გაკოტრების პირას მიიყვანოს „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხელი შევუწყოთ ახალ წარმოებას, ამ დროს ვანგრევთ ოთხ უნიკალურ წარმოებას საქართველოში. „ზედაზენი“ და „ბარამბო“ ევროპაში შარშან აღიარებულ იქნენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიები, დღეს კი სახელმწიფო შეგნებულად ცდილობს, რომ ეს კომპანიები რამენაირად მიიყვანოს გაკოტრების პირას. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 3000 ადამიანი უკვე უმუშევრად დარჩა, უმუშევრობა ემუქრება 3800 ადამიანს და დახურვა ემუქრება „ზედაზენსა“ და „ბარამბოს“, ასევე მიქსორს“, მოგეხსენებათ ბერტა უკვე დახურულია. რომ იძახიან ასი საწარმოს აშენების შესახებ, იმ ასი პროექტიდან, თუ ერთი მაინც იქნება ისეთი როგორიც „ბარაბმო“ ან „ზედაზენია“ მე მთელს ჩემს აქტივებს გადავცემ სახელმწიფოს,“-აცხადებს ცეზარ ჩოჩელი
No comments:
Post a Comment