ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. 4 წლიანი რექტორობის შემდეგ გიგი თევზაძის ადგილი გიგა ზედანიამ დაიკავა.
უკვე ყოფილი რექტორი ARIS.GE-განათლებასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, იგი ილიას უნივერსიტეტში რჩება და მოღვაწეობას რიგითი ლექტორის სტატუსით განაგრძობს. გიგი თევზაძემ პატარა შეფასება მის შემცვლელზეც გააკთა. "გიგა ძალიან კარგი მეცნიერი და კარგი ადამიანია. დიდი გამოცილება აქვს, როგორც ორგანიზაცული მუშაობის ასევე კარგი კონტაქტები აქვს უცხოელ კოლეგებთან. ვფიქრობ რომ კარგი რექტორი იქნება,"-განაცხადა გიგი თევზაძემ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი არჩეულ გეზს არ გადაუხვევს და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. "რაც შეეხება კითხვას, რას ვუტოვებ მე მას- ყველაზე დიდი დანატოვარი და მონაპოვარი ეს უნივერსიტეტის რეიტინგი, იმიჯი და სახელია ასევე სტუდენტების დიდი რაოდენობა,"-განაცხადა გიგი თევზაძემ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 20 თებერვლის აკადემიური საბჭოს N90 სხდომის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორად 4 წლის ვადით უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და აკადემიური საბჭოს შვიდივე წევრმა მხარი დაუჭირა მის არჩევას. |
რას უტოვებს გიგი თევზაძე ილიას უნივერსიტეტის ახალ რექტორს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment