add by be news

იანუკოვიჩს თანაპარტიელები ღალატში და სიმხდალეში ადანაშაულებენ

პარტია “რეგიონები” უკრაინაში მომხდარ მოვლენებსა და მსხვერპლზე სრულ პასუხისმგებლობას ვიქტორ იანუკოვიჩს და მის გარემოცვას აკისრებს. 

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის მიერ თანამემამულეებისადმი გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.
“კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულებრივ ბრძანებებს, რომელმაც ადამიანური მსხვერპლი მოიტანა. უკრაინა მოტყუებული და გაძარცვული აღმოჩნდა, მაგრამ ესეც კი არაფერია იმასთან, რის წინაშეც ბევრი უკრაინული ოჯახი აღმოჩნდა, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. უკრაინას უღალატეს და ყველაფერზე, რაც მოხდა, სრული პასუხისმგებლობა იანუკოვიჩს და მის გარემოცვას ეკისრება. ვგმობთ იანუკოვიჩის გაქცევას და სიმხდალეს, ვგმობთ ღალატს და დანაშაულებრივ ბრძანებებს, დაშინების მცდელობებს”, - ნათქვამია “რეგიონების” მიმართვაში.

No comments: