add by be news

ყირიმის ქალაქ ქერჩში მომიტინგეებმა უკრაინის დროშა ჩამოხსნენ და რუსული აღმართეს

ყირიმის ქალაქ კერჩში მომიტინგეებმა მერიისა და უკრაინის დროშა ადგილობრივი ორგანოს შენობიდან ჩამოხსნეს და რუსული დროშა აღმართეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად, მიტინგზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ადამიანების ნაკადი მატულობდა. მოგვიანებით მოედანზე გეორგიევსკისა და პარტია „რუსული ერთიანობის“ დროშები გამოჩნდა.
მომიტინგეებმა პლაკატები წარწერით: „ სირცხვილი ინტერევენციას!“, „ბერკუტი გმირია“, „ ყირიმი მშვიდობისთვის“, „ფაშიზმი არ გაგივათ!“ გაშალეს და „ქერჩი-ყირიმია! რუსეთში გვინდა,“-ს სკანდირებდნენ.
ამის შემდეგ დემონსტრანტებმა რუსული დროშის აღმართვა გადაწყვიტეს და ქალაქის მერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამის გაკეთება მოახერხეს კიდეც.

No comments: