XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონია უკრაინის
ტელეარხებით არ გადაიცემა, ამის შესახებ ინფორმაციას aif.ru ავრცელებს.
რუსეთში, სოჭის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის ტრანსლაციას უზრუნველყოფს «Первый канал», «Россия 1» და «Спорт 1».
ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის გამო, გასართობი შოუს ტრანსლაცია გააუქმა უკრაინის პირველმა ნაციონალურმა არხმა და «Интер»-მა.
22 და 23 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
შეგახსენებთ, უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა.
უკრაინაში 18-21 თებერვალს მასიური არეულობის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანია დაღუპული, ხოლო 645 დაშავებული.

No comments:
Post a Comment