add by be news

იანუკოვიჩი ხარკოვის ერთ-ერთ ბუნკერში იმალება

საიტი rambler.ru იტყობინება, რომ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილმდებარეობის შესახებ. ინფორმაცია ქალაქ ხარკოვის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გაავრცელეს.

"ბუნკერშია. გადაღება ვნახეთ, რომელიც ჟალუზებჩამოშვებულ ოთახში მიდიოდა", ირწმუნებინ მილიციის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა.
უკრაინაში 18-21 თებერვალს მასიური არეულობის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანია დაღუპული.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 2014 წლის 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. იგივე დოკუმენტით პარლამენტმა  პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა.
კანონპროექტს  331 დეპუტატიდან 317-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  ვიქტორ იანუკოვიჩმა კი განაცხადა, რომ არ აპირებდა გადადგომას.

No comments: