add by be news

"ონიანის დააკავეს ,ონიანის დაკავებას უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება"

ონიანის დაკავების კადრებს ბაჩო ახალაის მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შგახსენებთ ახალაის ადვოკატი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. პროკურატურა განმარტებას ხვალ 12 საათზე გააკეთებს, ონიანის დაკავებას პარლამენტის წევრი იგორგი კანდელაკი ეხმაურება:"უკრაინის მოვლენებმა აშკარად დააპანიკა ჩვენი მთავრობა - დაკავეს ადვოკატი გოგა ონიანი, რომელმაც პროკურატურას უკვე ორი საქმე მოუგო.
გუშინ ვესაუბრე ჩვენი გმირის დავით ყიფიანის ცხედრის დახვედრისას და მესამე საქმეზეც იმედიანად იყო! გოგა ონიანმა ასევე ამხილა პორკურატურის მიერ არაერთი მოწმის გატაცება და მათზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის პირადად იუსტიციის მინისტრ წულიკიანის მიერ. მან ასევე ამხილა პირდაპირი კავშირი რადიკალური ანტიდასავლურ დაჯგუფების ლიდერ ირმა ინაშვილისა და მთავრობას შორის. შეგახსენებთ რომ წულუკიანთან ინაშვილის მიერ ახალაიას საქმეზე მოწმის შეხვედრის ფაქტი ინაშვბილმაც დაადასტურა და წულუკაინმაც. 

ონიანს ვესაუბრე უშუალოდ მისი დაკავების მომენტში. მისი თქმით, საუბარია იმაზე რომ თითქოს მან ვიღაცას წლების წინ ჩაუდო ნარკოტიკი. თუმცაღა არათუ რაიმე მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენებაც კი არ გააჩნიათ. ანუ თუ ხარ კარგად მომუშავე ადვოკატი და კრიმინალ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქმეებს უგებ, თუ მის მიერვე მოწმეთა მოტაცებას ამხელ - საქართველოს მთავრობა დაგიჭერს.

ნუთუ უკრაინის მოვლენებმა ვერაფერი გასწავლათ?" აცხადებს კანდელაკი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

No comments: