add by be news

სამხრეთ ოსეთში გრუ-ს დანაყოფები იყვნენ შემოყვანილი და არსებობდა ეჭვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს შეეძლო, ეს გამოეყენებინა

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის თქმი, 2011 წლის 26 მაისის აქციების პერიოდი მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოჭრას ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავდა. როგორც უტიაშვილმა 26 მაისის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა, ამ ინფორმაციის შესაბამისად, ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრუ-ს დანაყოფები იყვნენ შემოყვანილი და არსებობდა ეჭვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს შეეძლო, ეს გამოეყენებინა. „ამ პერიოდში თბილისში სახალხო კრების მიერ დაგეგმილი აქციები მიმდინარეობდა და ყველასთვის ცხადი იყო ნინო ბურჯანაძის ღიად გაცხადებული კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ყველაფერმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვქონდა კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან და უნდა მიგვეღო შესაბამისი ზომები, რომ ეს პროვოკაციები არ განხორციელებულიყო“, - განაცხადა უტიაშვილმა. მისი თქმით, შსს-ში შეიქმნა შტაბი და პირადად მას დაევალა უცხოელ კოლეგებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა.

No comments: