add by be news

რესპუბლიკელთა“ თავხედობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს და დროა სათანადო ყურადღება მივაქციოთ

მინდა გამოვეხმაურო დავით ზურაბიშვილის მეტად საშიშ განცხადებას ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენზე, ციხის ბუნტის საქმის ნაწილთან დაკავშირებით. მან თქვა: ,,ასეთი განაჩენები მხოლოდ აძლიერებს რადიკალურ ანტინაცურ განწყობებს და ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას. ასე, რომ ტყუილად გიხარიათ“. დავით ზურაბიშვილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ანუ საჯარო მოხელე.
გარდა ამისა, არის ქართული ,,ოცნების“ ქორების – ,,რესპუბლიკელების“ მაღალჩინოსანი. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ მისი რეპლიკა კომპიუტერთან მოძალებულ ალკოჰოლურ აგრესიულობას დავაბრალო, რადგან ამ ნაკრების საძრახისი საქმეები დიდი ხანია ცნობილია. ქვეყნის მთლიანობის დარღვევა, დესუვერენიზაცია და ქართველთმოძულეობა მათი პარტიული დოქტრინაა, ინტრიგანობა და ავანტურიზმი – ტაქტიკა, მედასავლეთეობა - ნიღაბი. ეხლა კიდევ ეს ყველაფერი საერთოდ კაცთმოძულეობაშია გადასული. ბ-ნი ზურაბიშვილი, როგორც სჩანს, აჟღერებს ახალ პარტიულ გადაწყვეტილებას, რუსეთისათვის სასურველ ოცნებას სამოქალაქო ომზე. მათ ამ ქმედებას, საზოგადოებრივი შუღლის გაღვივების პროვოცირება, დამპყრობლის ინტერესების ხელშეწყობა, პოლიტიკური ოპონენტთა მიმართ მასობრივი ფიზიკური ანგარიშსწორების, ანუ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის წაქეზება ჰქვია. ქართული პოლიტიკური ცხოვრების ტრაგედიაა ის, რომ ასეთი პარტია ჯერ კიდევ არსებობს და არა მარტო არსებობს, სახელმწიფოსაც მართავს. ეს მხოლოდ მათი ,,დამსახურება“ ნამდვილად არ არის. ცალკე აღებულებს არავითარი შანსი პოლიტიკაში მონაწილეობისა არა აქვთ, დამოუკიდებელი რეიტინგი ნულის ტოლია, მაგრამ კარგად იციან როდის, ვის მიეკედლონ და ამით გადიან ფონს უკვე მრავალი წელია. თანაც, როგორც წესი, დაძრულ მატარებელში ყოველთვის პირველ ვაგონში აღმოჩნდებიან, მემანქანის სიახლოვეს. აქ პასუხისმგებლობა უფრო მეტად სხვებზეა, ვინც სხვადასხვა დროს მათდამი ლოიალური იყო და მათი დემაგოგიით მოხილბლულები სხვადასხვანაირ კოალიციებში საპატიო ადგილებს უთმობდნენ ხოლმე ამ სულწაწყმედილებს. უპრინციპობა ჩვენი საზოგადობრივი ცხოვრების მრავალწლიანი სენია და არაფერი გვეშველება თუ ამ ქრონიკული ავადმყოფობისგან არ გავთავისუფლდით. კაპიტულანტებთან ზავი მათი წაქეზება და უთუოდ თანამონაწეილეობაა მათ შავბნელ ,,მოღვაწეობაში“. მით უფრო საქმე გვაქვს აშკარა, გამოკვეთილ და სტაჟიან კრემლოიდებთან. ,,რესპუბლიკელთა“ თავხედობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს და დროა სათანადო ყურადღება მივაქციოთ. ამიერიდან მაინც გავითვალისწინოთ, თუ რა საშიში გამოვლინებები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გულგრილობას ამ სიბილწისადმი ან მით უფრო, მათთან შეამხანაგებას, რაც ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ფიცის დონეზე უნდა დავთქვათ – ,,რესპუბლიკელებს“ ადგილი არ უნდა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. არავინ, არსოდეს არ გავეკაროთ მათ რაიმე ხანმოკლე თუ ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი არასოდეს გაამართლებს საშუალებას და არც მიიღწევა ამ საშუალებით. ვოცნებობ საქართველოზე, სადაც რესპუბლიკური სექტის ბუნდღა არ იქნება.

No comments: