
უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „კომედი შოუს“ უპირისპირდება. როგორც დეპუტატი აცხადებს „კომედი შოუს“ საახალწლო კონცერტში ქართული კულტურა, ფოლკლორი და სვანები „გააღადავეს“. „ვიღაცეებს „კალგოტკები“ ეცვათ, ვიღაცეებს სვანური ქუდები ეხურათ და ცეკვავდნენ...პირდაპირ მინდა ვუთხრა ამ პროექტის ავტორებს-ეგ „კალგოტკები“ თუ „ტრიკოები“ დედამისებს და მამამისებს წამოაცვან თავზე! იძახიან ვითომ სვანები იუმორზე აცრილები ვართ, ეს იუმორი არ არის, ეს არის ქართული კულტურის, ჩვენი გენიალური ფოლკლორის მიზანმიმართული დაცინვა და გასაზიზღრება“- აცხადებს“ასავალ დასავალთან“საუბარში სოსო ჯაჭვლიანი.
No comments:
Post a Comment