საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევრომაიდანზე სიტყვით გამოვიდა. მან რუსეთის მიერ უკრაინაზე გავლენის მოპოვების სურვილზე გაამახვილა ყურადღება.
"მომავალში ისტორიის წიგნებში დაწერენ, რომ 2014
წლის რევოლუციის შედეგად უკრაინელმა ხალხმა რუსეთის იმპერიის არსებობა
შეწყვიტა, მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმები, რომლისკენაც თქვენ
მიისწრაფით - შედგება. არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის
უფლება" - განაცხადა მაიდანზე სააკაშვილმა.
No comments:
Post a Comment