ინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კბილაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსნებს.
ინაშვილი წერს, რომ კბილაშვილმა მასთან შეხვედრისას გაზმაურებული სამქეების გამოძიების შეფერხება ბიძინა ივანიშვილს დააბრალა.
„არჩილ კბილაშვილმა, მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობისას (თუ ამას მუშაობა ერქვა და არა მავნებლობა), გამოავლინა თანამდებობრივი გულგრილობა და დაუდევრობა. ის შეგნებულად აფერხებდა კონკრეტული საქმეების გამოძიებას. როცა "წითელი ბარათების" აქციის შემდეგ, მე და სოსო მანჯავიძეს შეგვხვდა, "გულისტკივილით" გვითხრა, რომ საქმეებს ბიძინა ივანიშვილი აფერხებდა.
მეტიც, მან მთხოვა, შევხვედროდი ბატონ ბიძინას და ამეხსნა მისთვის, რომ ეს ყველაფერი ცუდ შედეგს მოიტანდა, ანუ ხელოვნურად მაჩერებსო... დღეს, როცა კბილაშვილი თავიდან ბოლომდე ცვლის გირგვლიანის საქმის არსს და ავრცელებს სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ვერსიებს, უნდა შევახსენო, რომ ივანიშვილი კი არა, ის იყო გახმაურებული საქმეების გამოძიების ერთ- ერთი მუხრუჭი ( სხვებიც იყვნენ, ცხადია) და ამის გამო, პასუხი უნდა აგოს, მოკეტოს და თავი დაანებოს ხალხის გაღიზიანებას. ვიმეორებ: კბილაშვილს საქმეების გამოძიებას საკუთარი მონური ბუნება, ანუ კბილაშვილი უკრძალავდა და არა ივანიშვილი. ხელისუფლებას რეკომენდაციას ვაძლევ. სწორედ მონური ბუნების ადამიანები არ უნდა დანიშნოთ წამყვან თანამდებობებზე. თქვენი მარცხის გასაღები მათშია,“ - წერს ინაშვილი.
No comments:
Post a Comment