საქართველოს
პრეზიდენტი სოჭის
ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს
რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიების
ნისლით გადაფარვას მეორეხარისხოვან
პრობლემად მიიჩნევს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გადაცემა პოზიციაში განაცხადა, საზოგადოების ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე გადავიდა და მისთვის მნიშვნელოვანია, რუკა რა ფორმატში გამოჩნდება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გადაცემა პოზიციაში განაცხადა, საზოგადოების ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე გადავიდა და მისთვის მნიშვნელოვანია, რუკა რა ფორმატში გამოჩნდება.
"საზოგადოების ნაწილმა პარაფირების ხელშეკრულება შალახოს კონტექსტში გაიაზრა. მეორე ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე გადავიდა და რუკა რა ფორმატში გამოჩნდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ნაწილი ასე აღიქვამს, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას წამოვწევთ წინა პლანზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ემოციურიდან უნდა გადავიდეთ რაციონალურ დიალოგზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ისედაც მძიმე ვითარებას არ სჭირდება დამძიმება იმით, თუ სად იქნება ღრუბელი რუკაზე. "ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სუვერენიტეტი ხელყოფილია. ნაკლები მნიშვნელობა აქვს ღრუბლით იქნება თუ წვიმით გაფორმებული. მთავარ პრობლემას უნდა გავუსწოროთ თვალი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ. გამოსავალი არის ის, რომ აქცენტები გავაკეთოთ არა მეორად საკითხებზე, არამედ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
No comments:
Post a Comment