საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიის შეჩერება ვერ მოხდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც იყო.
ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ჯეიმსთაუნის ფონდში გამართულ კონფერენციაზე – „რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია სოჭის ოლიმპიადის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„მაშინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ ერთად ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ერთად ვერ შევძელით რუსეთის აგრესიის შეკავება. ამიტომ, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ჩვენიც არის და ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისაც. საბოლოო ჯამში ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ ვერ შევაკავეთ რუსეთის აგრესია, რომ ეს არ მომხდარიყო. მაგრამ საბოლოო ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა ქართული სახელმწიფო გადარჩა და ეს იმხელა წარმატებაა იმ გაგებით, რომ ვერცერთი ქვეყანა, სადაც ამხელა არმია შეიჭრა, ყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის – ვერასოდეს ვერ გადარჩა“,–განუცხადა „ამერიკის ხმას“ კონფერენციის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა.
- See more at: http://frontnews.ge/ge/news/26797#sthash.DkSSeyyP.aAPj0Jzf.dpuf
No comments:
Post a Comment