არ არის გამორიცხული, დავით კეზერაშვილს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 600 000 დოლარის ოდენობის თანხა დაუყადაღონ.
აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა დააყენა.
კონტრაბანდული სპირტის საქმეზე ბრალდების განხილვისას პროკურორმა აღნიშნა, რომ მონაკოს ერთ-ერთ ბანკში კეზერაშვილის მიერ განთავსებული თანხის შესახებ ახლახან გაიგეს. ბრალდების მხარე ეჭვობს, რომ აღნიშნული თანხა სწორედ იმ ბრალდებას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმეზე უყენებენ.
კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით კი, აღნიშნულ თანხას კავშირი არ აქვს ბრალდების პერიოდთან. ადვოკატის ამბობს, რომ ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში განთავსებულია 2012 წელს.
დაყადაღდება თუ არა მონაკოს ბანკში განთავსებული 7 600 000 დოლარი, გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო შემდგომ პროცესზე მიიღებს, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.
დავით კეზერაშვილს ბრალი ედება 7 პირთან ერთად კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში.

No comments:
Post a Comment