სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოდან შეტანილი ავტომანქანების განბაჟება ოთხჯერ გაძვირდება, - ამის შესახებ სომხეთის ავტომობილების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ტიგრან ოვანესიანმა განაცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო news.am წერს, ოგანესიანის თქმით, მიზეზი საბაჟო კავშირის მიერ მესამე ქვეყნებისთვის დაწესებული მაღალი მოსაკრებლებია.
”ჩვენ გავეცანით ავტომანქანების იმპორტზე გადასახადებს: რუსეთში ერთი კუბური სანტიმეტრი ძრავის განბაჟება 5-6 ევრო ჯდება. აქედან გამომდინარე, ბაჟის მოცულობამ ავტომანქანაზე, რომელსაც ძლიერი ძრავა აქვს - 1,8 ათასი კუბური სანტიმეტრი - შეიძლება, 9 ათას ევროს მიაღწიოს, რაც 4-5 -ჯერ მეტია დღეს არსებულ მოსაკრებლებთან შედარებით”, - აღნიშნა ოვანესიანმა.
ოვანესიანის თქმით, ეს თანხა მკვეთრად განსხვავდება დღეს საქართველოში ნაყიდი მანქანების ფასებისგან, რომელთა საშუალო ღირებულება 4-5 ათას დოლარს აღწევს, ახალი რეგულაციების შედეგად კი ავტომობილები 15 ათას დოლარამდე გაძვირდება.
სომხეთის ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, სომხეთმა გარდამავალი პერიოდისთვის საშეღავათო რეჟიმი უნდა მიიღოს, რათა იმპორტიორებმა ახალ პირობებთან ადაპტირება შეძლონ.
”რუსეთში აღნიშნული მოსაკრებელი ძალაში 2014 წელს შევიდა, თუმცა, დადგენილება 2006 წელს მიიღეს, შესაბამისად, 8 წელი - გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ. ჩვენთან კი შეიძლება ყველაფერი რამდენიმე თვეში გადაწყდეს: საბაჟო კავშირში შესვლა გადაწყვიტეს, პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას დაჩქარებული წესით განახორციელებს, ჩვენ კი პრობლემების წინაშე დავდგებით”, - აღნიშნა ოვანესიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სოციალურ პრობლემებს გააღრმავებს, რადგან ქვეყანაში ავტომანქანების ინდივიდუალური ვაჭრობით 5-10 ათასამდე ადამიანია დაკავებული.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი საბაჟო კავშირთან გაერთიანებაზე შეთანხმებას, რომლის წევრები რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია, წელს მაისისთვის მოამზადებს.

No comments:
Post a Comment