შესაბამისი განცხადებით კი სასამართლოს „თიბისი ბანკმა” მიმართა, რომლის მიმართ ”სანის” 9.5 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა.
როგორც ”თიბისი ბანკში” აცხადებენ, დავალიანების გასტუმრების ვადის დადგომიდან 30 დღე გავიდა და მისი მოთხოვნის ოდენობა აღემატება ”სანის” მთლიანი დავალიანების 30%-ს. ”თიბისი ბანკის” მტკიცებით, მოვალე მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.
სასამართლომ გაითვალისწინა ბანკის მოთხოვნა და კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ "სანიმ" 2010-2012 წლებში 52 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მათ შორის, ჩხოროწყუ-ტალერისა და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთების, ზუგდიდის შიდა ქუჩების, ფოთში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის 18 საცხოვრებელი კორპუსის, ანაკლიისა და განმუხურის ბულვარებისა და იახტ-კლუბის მშენებლობა.
2012 წელს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ”სანის” დირექტორი, სერიოჟა გვარამია ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებაზე დააკავა. სახელმწიფო მას 3,6 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.
No comments:
Post a Comment