add by be news

ბაჩო ახალაია-მერაბიშვილისა და ჩემს წინააღმდეგ სამქეები ერთი და იმავეე მოტივით იკერება

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მის წინააღმდეგ კიდევ დამატებით ბრალდებას არ გამორიცხავს. მისი თქმით მას აქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ადამიანების მკვლელობებისთვის მას ბრალს წაუყენებენ.

როგორც, თავდაცვისა და შსს ყოფილმა მინისტრმა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვისას განაცხადა, ეს ყველაფერი საზოგადოების შოკირებას ემსახურება, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ამომრჩევლებს ვერც ერთი დაპირება ვერ შეუსრულა.
"რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს და კერავს საქმეებს, ხდებოდა ელცინის რუსეთში. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, როგორ დაძრწიან პროკურორები გარკვეულ პირებთან და აიძულებენ ცრუ ჩვენების მიცემას. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულები, როგორც აკეთებენ ამას. ეს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, ყველაფერი ემსახურება ხალხის ხელახლა შოკირებას. მათთვის მთავარი ამოცანაა, ბრალის წაყენება და ზუსტად იციან, რომ განაჩენი ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით არ დადგება გამამტყუნებელი. ჩემს წინააღმდეგ 7 ბრალდებაა წარდგენილი და ყველამ კარგად დაინახა, რომ უმრავლესობაში გავმართლდით და ეს იყო შეთითხნილი ბრალდებები", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ბაჩო ახალაიამ დღევანდელ პროცესზე ვანო მერაბიშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც მის წინააღმდეგ, ასევე მერაბიშვილთან მიმართებაშიც "საქმეები იგივე მოტივით იკერება" და ყველაფერი ემსახურება საზოგადოების შოკირებას.

No comments: