ბათუმის ავტოტრანსპორტში დასაქმებულთა გაფიცვა გრძელდება. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები უკვე მესამე დღეა რაც არ მუშაობენ და არც იმ მძღოლებს აძლევენ მოვალეობის შესრულების საშუალებას, ვინც მათ პროტესტს არ შეუერთდა.
ამ მიზეზით დღეს ერთმანეთს ავტორანსპორტში დასაქმებულები დაუპირისპირდნენ. დღეს დაგეგმილი რეისის განხორცილებას პირველი ნომერი ავტობუსის მძღოლი შეეცადა, თუმცა კოლეგებმა და პროფკავშირის წარმომადგენლებმა მას გზა გადაუღობეს და სატრანსპორტო საშუალება არ გაატარეს. პროფკავშირის თავმჯდომარე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციას. სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცავებმა უკანონო ქმედების აღკვეთა ვერ შეძლეს. აჭარის პროფკავშირებში პოზიციების დათმობას არ აპირებენ, მათი განცხადებით პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

No comments:
Post a Comment