add by be news

პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით რიჩარდ ნორლანდმა საგანგებო განცხადება გააკეთა

პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა.
მისი განცხადებით, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნება და აუცილებელია,  უზრუნველყოფილი იყოს  თანაბარი სათამაშო ველი.


''2014 წელი არის ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელი საქართველოსთვის. ესაა მნიშვნელოვანი წელი იმ კუთხით, რომ საქართველოს ექნება კიდევ ერთი შეასაძლებლობა, რათა მოახდინოს დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში აქ ჩატარდა ორი არჩევნები, თუმცა წლევანდელი არჩევნებიც მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები მიმართულია საკმარისი წინაპირობის შესაქმნელდ იმისთვის, რომ ამომრჩევლებს შეექმნათ ნდობის განცდა და დაინახონ, რომ შექმნილია თანაბარი სათამაშო ველი, სადაც თითოეულ კანდიდატს აქვს თანაბარი პირობები მიიღოს მონაწილეობა წარმომადგენლობით დებატებში თუ სხვა'',-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

No comments: