add by be news

არჩევნების წინ ოპოზიციის წევრთა წინასწარი დაკავების გამო, 7 არასამთავრობო განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არჩევნების წინ ოპოზიციის წევრთა წინასწარი დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება.
საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გამგებლებისა და მათი მოადგილეების დაკავებასა და სისხილის სამართლის საქმეების აღძვრაზე.

 „არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრების დაკავება რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები უწყებათაშორისი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

No comments: