ცხოველთა დამცველები აღშფოთებულები არიან დანიაში ზოოპარკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ისინი ჟირაფის, სახელად მარიუსის დაძინებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს ამავე ზოოპარკში ექვსი თვის ჟირაფი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ შეესაბამებოდა ევროპული ზოოპარკების რეპროდუქციულ პროგრამას.
მარიუსის მოკვლის პერსპექტივამ აღაშფოთა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი, რომელმაც მოუწოდა ზოოპარკის ხელმძღვანელობას ხელი აეღოთ ჟირაფის მოკვლაზე და ის ჩეჩნეთში გაეგზავნათ.
პარასკევს, ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის Jullands Pakr ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღარ იგეგმება ჟირაფ მარიუსის მოკვლა.
ჟირაფის გულშემატკივრები ირწმუნებიან, რომ სწორედ კადიროვის წერილმა იქონია ზოოპარკის ადმინისტრაციაზე გავლენა. მართალია მას ჩეჩნეთში არ გააგზავნიან, მაგრამ სიცოცხლე ნამდვილად შეუნარჩუნდა.
No comments:
Post a Comment