ოცნების" ინდულგენცია გამგებელს ჟურნალისტის შეურაცხყოფასაც შეუნდობს?
ოზურგეთის გამგებლემა გურია ნიუსის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცყოფს მიაყენა, ჩვენ უცვლელად გთავაზოთ მასალას რომელიც გაზეთ გურია ნიუსის ვებ გვერდზეა განთავსებული:
ოზურგეთის გამგებლემა გურია ნიუსის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცყოფს მიაყენა, ჩვენ უცვლელად გთავაზოთ მასალას რომელიც გაზეთ გურია ნიუსის ვებ გვერდზეა განთავსებული:
„გუშინ, 14 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა.მოქალაქეების, ჟურნალისტების და საკუთარი თანაპარტიელების მიმართაც კი არაადეკვატური, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მოქმედებები შარაშენიძისთვის უცხო არაა; მას უკავშირდება ცნობილი სკანდალი, როცა "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენელს ნესტორ რამიშვილს თავში იარაღის ტარი ჩაარტყა. მაშინ, თავგატეხილმა რამიშვილმა ფაქტის დადასტურება არ ისურვა, პოლიციასაც ფაქტი აღარ გამოუძიებია და საქმე ჩაიფარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაშიც, პარტიაშიც ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა, შარაშენიძე მაინც თანამდებობაზე დარჩა (როგორც თავად ხშირად აფიშირებს, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის პროტეჟეობის ხათრით!), ხოლო რამიშვილმა საჯარო სამსახური მიიღო "კომპენსაციად".
ამ და სხვა ფაქტების შესახებ, არაერთხელ ვწერდით, მაგრამ როგორც ჩანს,
"ქართულო ოცნებისთვის" შარაშენიძე ხელშეუხებელია!
შარაშენიძემ, ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბრისას, უშვერი სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა ჟურნალისტს, რომელიც ერთ-ერთ სოფელში სოფლის დახმარების პროგრამით შესრულებული წყალსადენის პროექტით დაინტერესდა, მაგრამ ჩანაწერის არარსებობის გამო,
ფაქტის გახმაურებას მოვერიდეთ.
ამჯერად, ჟურნალისტს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე კომენტარის მისაღებად გამგებელთან მივიდა, იგი დიქტოფონის ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევდა, მისთვის ჩვეულ "რეჟიმში" ურჩევდა საქმეს, თუ რატომ ინტერესდებიან ჟურნალისტები გაყიდული მილსადენებით, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფით, რატომ ქვეყნდება მისი "არასასურველი" კომენტარები. ჟურნალისტის მოთხოვნას, რომ დიქტოფონის გარეშე კითხვებს არ დასვამდა, შარაშენიძე ლანძღვა-გინებით პასუხობდა.
ჟურნალისტი შეეცადა, მიეღო კომენტარი იმის შესახებ, გურიის გუბენატორთან დაპირისპირების საგანი მართლაც იყო თუ არა დღემდე გაუხსნელი ძარცვის შემდგომ, გათბობის გარეშე დარჩენილი სამუსიკო სკოლა და ასევე, მართლაც დაიწყო თუ არა სპეციალურმა კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გახორციელებული სოფლის პროექტების შემოწმება სწორედ გუბერნატორის მოთხოვნით.
როგორც ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი ამბობს, ყოველი კითხვის დასმის შემდგომ, შარაშენიძე ილანძღებოდა, ხოლო შემდეგ, უშვერ გინებაზე გადავიდა.
_
ინფორმაციების გადასამოწმებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან თავის სამუშაო კაბინეტში მივედი. შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო; მიყვიროდა, მაინტერესებს, რატომ მიწერ ასეთ რაღაცეებს, რას ახარებ ამ "ნაგავ ხალხს", ან რა გინდა ამ სოფლებში რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდება ან რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო!! _ ხმამაღლა მესაუბრებოდა და ფიზიკურად დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. ვუთხარი, რომ საჭორაოდ კი არ ვიყავი მისული, მისი კომენტარი მჭირდებოდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, უკვე დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად; იგი დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტსაც არავითარი რეაგირება არ მოჰყვება და ამიტომ აძლევს თავს ამდენის უფლებას. რადგანაც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი, _ ამბობს ჟურნალისტი.
დიქტოფონზე ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ შეკითხვაზე,
მოითხოვა თუ არა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ სამუსიკო სკოლიდან მოპარული გამათბობლის ხელახლა ყიდვა მისგან და იყო თუ არა გამგებლის პასუხი, მე არ ვიყიდი, პოლიციის უფროსს _ ფერსაშვილის მოთხოვეო, შარაშენიძე ასე ცემს პასუხს:
_ ვინ თქვა, გოგო, საიდან მეიტანეთ?! კარგად თუ ხარ?!!! პირიქით, მან მისი კომპანია იმასქნა და მეც ჩემი იგი ჩამევიყვანე აქანე, ვისაც დავამონტაჟებინე ინფრასტრუქტურაში, შენ ნორმალური თუ ხარ, ფერსაშვილი რა შუაშია?! ჩართული გაქ აი?
_ კი.
_ ვაი, შე სულელო, შენ. მერე რა შუაშია, მეიპარეს და კეთდება მაგი, მერე რა.
_
სოფლის პროექტებთან დაკავშირებითაც არის პრობლემები.
_შენ, ბიძია, გიჟი ხარ ვიღაცა ხარ, ვერ გევიგე, ტოოო.. ა, მიდი , ა.. მოგიტ...ან დედის მუ..ი ! თუ გინდა ჩაწერე! გეკუთვნის მაგი! _ ასეთია "ქართული ოცნების" ინდულგენციით აღჭურვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მეტყველება, ქცევა, კანონმორჩილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილი! სამწუხაროდ, არაა გამორიცხული, რომ ამ "ინდულგენციით" შარაშენიძეს ჟურნალისტის შეურაცხყოფაც შეუნდონ _ ის მომავალი არჩევნებისთვისაც ემზადება!
"გურია ნიუსი" აუცილებლად განცხადებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს, ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს - ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების მიზნით. რედაქცია სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და მიმართავს ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების, მმართველი კოალიციის პირველ პირებს, დაიცვან ჟურნალისტის და ნებისმიერი მოქალაქის უფლებები. მოვითხოვთ, გარანტირებულად იყოს დაცული ჟურნალისტის ფიზიკური ხელშეუხებლობაც, რადგან ამგვარი საჯარო მოხელის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოებაც იქნას შელახული! ეს საქმე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემა იქნება მანამ, სანამ კონსტანტინე შარაშენიძე პასუხს არ აგებს ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია"_წერენ გურია ნიუსის ვებ გვერდზე.
No comments:
Post a Comment