კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში 27 თებერვას ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვიციანი თავად ავრცელებს.
„მეგობრებო, დღეს მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე! ბილეთი აღებული მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 საათზე თბილისში ვიქნები.
თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ, გთხოვთ, მობრძანდებით აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გემავენ!!! დანაჩენს ადგილზე მოგიყვებით!!! დიდება ღმერთს!!!“,– წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.
No comments:
Post a Comment