add by be news

პაატა შავაძიე :"ბატონი ონიანის დაკავება არ უკავშირდება მის საადავოკატო საქმიანობას"

ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ საზოგადოების ცალკეულ წევრთა მოსაზრებებს ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებით ადვოკატთა ინსიტუციონალური დევნის დაწყების თაობაზე, რადგან ჯერ ერთი ონიანის დაკავებისა და მის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძვლიანობისა და საქმეში მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობის (ბრალდების კანონიერების) თაობაზე ჯერ პროკურატურამ, ხოლო შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
მეორეც, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, ბატონი ონიანის დაკავება არ უკავშირდება მის საადავოკატო საქმიანობას, პირიქით, პროკურატურა მას ედავება შს ორგანოებში ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობის პერიოდზე და ვფიქრობ, ადვოკატის ინსტიტუციონალურ დევნაზე აქ საუბარიც კი ზედმეტია და ამ მიმართებით გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება თუ დასკვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება ანგაჟირებულ თემას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ვფიქრობ ეს თემაა სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული და მოთხოვნაც მისი გადადგომის თაობაზე არის აშკარად უსაფუძვლო და არა არგუმენტირებული.
ის გარემოება, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, როგორც საქართველოს ადვოკატთა კორპუსის პირველმა პირმა ბრიფინგი გამართა და საკუთარი აზრი გამოხატა ტელეარხების საშუალებით --ასოციაციის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში ონიანის დაკავების თაობაზე, ვფიქრობ არ და ვერ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული აღმშენებლობის შეუქცევად გზაზე მდგარი ქართულ სახელმწიფოს სინამდვილეში პირისა და მით უფრო არჩევითი თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნის საფუძველი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირიქით ვალდებულია, დაიცვას ასოციაციის წევრთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და გამოთვას საკუთარი აზრი და საზოგადოებისათვის ცნობილი გახადოს მისი შეხედულებები ცალკეულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილი, როგორც პერსონა და როგორც ადვოკატთა კორპუსის ხელმძღვანელი არ უნდა გახდეს ქვეყანაში, აზრის გამოხატვის მსხვერპლი.
მე მინდა შევახსენო ჩემს კოლეგებს, რომ აზრი დაცულია აბოსულუტური პრივილეგიით და მადლობა ღმერთს, პირზე ხელს აღარავინ გვაჭერს ადა აღარავის გვეშინია კვლავინდებურად.
მე, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და უფლებადამცველი, არ ვუერთები ზოგიერთი ჩემი კოლეგისა თუ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ხატიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით და გამოვთქვამ სრულ მზაობას, ვითამაშო ერთგვარი მედიატორის როლიც დაპირისპირებულ ძალთა შესარიგებლად.
მერწმუნეთ, ხატიაშვილის გადადგომის თემით, თუკი რომელიმე უწყებაა დაინტერესებული დღეს, ეს არის პროკურატურა, რადგან ეს უწყება, ყოველთვის გამოხატავდა თავის "ცხოველ ინტერესს" ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად მისი მხრიდან მართული კაცის გამწესებისათვის. შესაბამისად, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვაქციოთ საქართველოს პროკურატურის ერთგვარ სტრუქტურულ ქვედანაყოფად!! მის ბრმა "იარაღად" ხოლო თითოეული ადვოკატი იმ უწყებაში პორტირებულ პერსონად. (ასეთებიც გვყვანან დღეს სამწუხაროდ)
რა თქმა უნდა უშეცდომო არავინაა და მათ შორის ზაზა ხატიაშვილიც, მასაც აქვს უამრავი ნაკლი, შეცდომა, ხანდახან ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ღებულობს, შეფასებებსაც ნამეტნავად გადაჭარბებულად აკეთებს, პოლიტიკურ განცხადებებს აჟღერებს, რაც ვფიქრობ ადვიოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელისაგან არ არის მაინც და მაინც მისაღები (თუმცა არა აკრძალული) მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადი და გადაჭრადია.
მთლიანობაში მიმაჩნია, რომ მხოლოდ ზაზა ხატიაშვილია სადღეისოდ ის პერსონა და ის ფიგურა, რომელსაც არსებითად ძალუძს ხმა აიმაღლოს უკანონობის, უსამართლობის, უსინდისობისა და მართლაც ინსტიტუციონალური დევნის წინააღმდეგ!!

იმედია სწორად გამიგებთ. სწორად შეაფასებთ იმას რაც გამოვხატე.

უფალმა დაგლოცოთ კოლეგებო და გაგაძლიეროთ!!

No comments: