add by be news

ხუბუტიას განცხადებას - ომი საქართველომ დაიწყო, პირდაპირ ეთერში დაპირისპირება მოჰყვა

"ომი დაიწყო საქართველომ რომელიც წამოეგო კოკოითის, საზიზღარი ადამიანის პროვოკაციას“
რუსეთში ქართველთა კავშირის თავჯდომარის მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაწყო.
ამის შესახებ ხუბუტიამ „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

„გპასუხობთ პირდაპირ, ომი დაიწყო საქართველომ რომელიც წამოეგო კოკოითის, საზიზღარი ადამიანის პროვოკაციას“, - განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.
აღნიშნული პასუხის შემდეგ ხუბუტიას, სტუდიიდან ირაკლი ჩხვირკვია შეეპასუხა: „თქვენ არც გამბედაობა, არც ნამუსი და არც ქართველობა გაქვთ, როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა, საქართველოს მოქალაქემ რომელიც თავს დებს ქართველობაზე და მითუმეტეს დიასპორის წარმომადგენელია, სხვა ქვეყანაში თქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის სირცხვილი უბრალოდ, თქვენ ჩემს გამბედაობამდე მართლა ვერ მოხვალთ", - მიმართვა ჩხვირკიამ ხუბუტიას.
რასაც თავის მხრივ ოპონენტის პასუხი მოჰყვა: "ჩემი ნამუსის 5% რომ მოგცათ თქვენ...“, - უპასუხა ხუბუტიამ და იქვე დასძინა, „მე პუტინსაც ვპასუხობ როგორც საჭიროა და ყველას როგორც საჭიროა მე ვამბობს ყოველთვის სიმართლეს".

No comments: