add by be news

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
სააკაშვილის თქმით, არ აპირებს ფორმალური პოზიციის აღებას უცხო ქვეყანაში, რადგან მთელი მისი „არსება ეკუთვნის საქართველოს“.
„უკრაინის მთავრობაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ უკრაინის მთავრობაში არ არის საქმე. ყველა უკრაინელმა ზეპირად იცის საქართველოს რეფორმებზე. ყველა უკრაინელმა ნახა საქართველოს შედეგები და უკრაინელებისთვის ეს გახდა მისაბაძი. რაც შეეხება ფორმალური პოზიციის შეთავაზებას, ჩემი მთელი არსება ეკუთვნის საქართველოს. ისტორიულად იყო ბევრი ქართველი, რომელმაც კარიერა უცხოეთში გაიკეთა. მთელი ჩემი კარიერა გაკეთებულია საქართველოში. მე ვარ ქართველი, ვინც შეძლო საერთაშორისო კარიერის გაკეთება საქართველოში. ეს იშვიათად ხდება ჩვენს ისტორიაში. განსხვავებით წარსულის ქართველებისგან, რომელიც გაბრაზდებოდნენ და უცხო ქვეყნებს ეხმახურებოდნენ, მეორე სიცოცხლეც რომ მქონდეს მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოში. მესამეც და მეათე სიცოხლეც მიეძღვნება საქართველოს. ასე, რომ შეუძლიათ არ ინერვიულონ, არანაირ ფორმალურ პოზიციას არ ავიღებ სხვაგან“,- განაცხადა სააკაშვილი.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში აქტიურობას გამოეხმაურა და უკრაინელებს ურჩია ნუ ენდობიან სააკაშვილს. მისივე თქმით, სააკაშვილს უკრაინაში მრჩევლებად ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია მიჰყავთ.

No comments: