მირჩევნია თავმჯდომარეობიდან გადამაყენონ, როგორც ადვოკატების უფლებების დამცველი, ვიდრე ხელისუფლების დაკრულზე ვიცეკვო - ზაზა ხატიაშვილი

მირჩევნია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობიდან გადამაყენონ, როგორც ადვოკატების უფლებების დამცველი, ვიდრე უნამუსო თავმჯდომარე ვიყო და ხელისუფლების დაკრულზე ვიცეკვო, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს.
ხატიაშვილის განცხადებით, მას დაკავებამდე ონიანმა უთხრა, რომ ის დაკითხეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას საქმეს ჩამოაცილებდნენ. ადვოკატის მოწმედ დაკითხვა კი მოცემულ საქმეზე, ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, არ შეიძლება და მისი დანაშაული სწორედ ის იქნებობა, რომ არ დაეცვა ონიანი.
ზაზა ხატიაშვილი ონიანის მიმართ პოლიტიკური ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი საადვოკატო საქმიანობა ხელისულებისთვის მიუღებელი იყო და თუ ონიანი თუ დამნაშავე იყო, რატომ მანამდე არ დააკავეს.
რაც შეეხება წაყენებულ ბრალდებას, რომ მან პუტინს დახმარება სთხოვა, ხატიაშვილის განცხადებით, ეს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა, რომელიც ასოციაციის დანგრევას ისახავს მიზნად.
"მე ადვოკატის უფლებების დაცვა ავიყვანე უმაღლეს დონეზე. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ვიცავ ადვოკატთა უფლებებს. მე არასდროს შემიცვლია 5 წლის მანძილზე რიტორიკა და ჩემი შეცვლა არ შეიძლება", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
No comments:
Post a Comment