მაიდანის მინისტრთა კაბინეტი
”ინტერფაქსის” ცნობით, მაიდანი უკრაინის უმაღლეს რადას ფრაქცია ”ბატკივშჩინას” ლიდერის არსენ იაცენიუკის პრემიერად დანიშვნას სთავაზობს.
მაიდანის მონაწილეები ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერად ბორის ტარასიუკის დანიშვნას უჭერენ მხარს, ენერგეტიკის მინისტრად-იური პროდანის, სპორტის მინისტრად-დმიტრი ბულატოვის, ფინანსთა მინისტრად-ალექსანდრა შლაპაკის, იუსტიციის მინისტრად-პაველ პეტრენკოს, საგარეო საქმეთა მინისტრად კი-ადრეი დეშიცუს განიხილავენ. რაც შეეხება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, მაიდანის მონაწილეები ამ თანამდებობაზე არსენ ავაქოვს უჭერენ მხარს.
No comments:
Post a Comment