კალიფორნიაში წყვილმა 1500-მდე ოქროს მონეტა იპოვა
კალიფორნიაში ოჯახმა ხის ქვეშ, განძი აღმოაჩინა. ოჯახს ძაღლი ჰყავდა სასეირნოდ გაყვანილი, რომელმაც ხის ქვეშ მიწის ამოთხრა დაიწყო. ხის ქვეშ დამარხულ საგანძურში 1427 მონეტა აღმოჩნდა, რომლებიც დათარიღებულია 1847-1894 წლებით, - იტყობინება Associated Press.
ოჯახმა განძი დაახლოებით ერთი წლის წინ იპოვა, თუმცა მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ექსპერტების შეფასებით, თითოეული მონეტის ნომინალური ღირებულება დაახლოებით 28 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი იმდენად იშვიათი ნიმუშებია, რომ ისინი მილიონ დოლარად გაიყიდება.
წყვილი ყველა მონეტის გაყიდვას, ცხოვრების რადიკალურად შეცვლას და ქველმოქმედებას აპირებს.
მანამ, სანამ მონეტები გაიყიდება, ისინი ფულის დღესთან დაკავშირებით გამოფენაზე გამოიფინება, რომელიც ატლანტაში ხუთშაბათს, 27 თებერვალს გაიხსნება.
No comments:
Post a Comment