add by be news

იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეგ მახნიცკის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა.


"შემიძლია გაცნობოთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით – ადამიანების მასობრივი მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში", – განაცხადა მახნიცკიმ. 

No comments: