add by be news

თურქეთის ოპოზიცია, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის გადადგომას მოითხოვს

თურქეთის ოპოზიცია, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის გადადგომას მოითხოვს. დაძაბული სიტუაციაა თურქეთში, სადაც თურქეთის უძლიერესი ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური” პარტია, მოითხოვს ერდოღანის გადადგომას, რომელიც ოჯახთან ერთად დადანაშაულებულია კორუფციაში.

2013 წლის 17 დეკემბრიდან, ერდოღანის მთავრობას ბრალად ედება, კორუფციული გარიგებები, რის შედეგადაც დაკავებულები არიან მინისტრების შვილები და რამოდენიმე საჯარო მოხელე. ამჟამად პრემიერ მინისტრს ბრალად ედება მის შვილთან სატელეფონო საუბარი, სადაც იგი ითხოვს, რომ მისმა შვილმა გადამალოს ფული, რომელიც სახლშია. ეს სატელეფონო ჩანაწერები გავრცელდა youtube-ის მეშვეობით და მას  მილიონი მნახველი ჰყავს. ”შვილო, გაიტანე ყველაფერი შორს, რაც სახლშია”. მოგვიანებით იმავე დღეს კი სატელეფონო საუბარში ირკვევა, რომ საუბარია 30 მილიონ ევროზე, როგორც ვარაუდობენ თანხაზე, რომელიც ერდოღანს ესაჭიროებოდა, პროკურატურისათვის, საქმის დახურვაზე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული. თურქეთის ოპოზიცია მოითხოვს, გადადგეს პრემიერ მინისტრი, რადგან მან ლეგიტიმაცია დაკარაგა თურქეთში. თურქეთის პრემიერი კი უარყოფს ბრალდებას ოპოზიციის მხრიდან და პირიქით ადანაშაულებს მას. ასევე იგი აცხადებს, რომ მისი კოდირებული ტელეფონები ისმინება.

No comments: