add by be news

უკრაინის სამი პრეზიდენტი: რუსეთი ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა

უკრაინის სამი პრეზიდენტი - ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო - ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ჩარევის შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.


„რუსეთი, რომელიც მუდმივად უკრაინის შიდა საქმეებში „ჩარევას“ უწოდებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდელობას დაარეგულირონ სიტუაცია პოლიტიკური გზით, ახლა თავად მიმართავს პირდაპირ ჩარევას ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ნათქვამია კრავჩუკის, კუჩმას და იუშენკოს განცხადებაში.
პრეზიდენტთა აზრით, პოლიტიკოსებმა, რომლებიც „ასეთ სახიფათო რეცეპტებს“ გვთავაზობენ, შესაბამისი მოქმედების გააქტიურების შემთხვევაში, თავის თავზე უნდა იფრძნონ უკრაინის უშიშროების სამსახურის რეაქცია სეპარატიზმის გამოვლინებაზე. „ამ განწყობების გაძლიერებისკენ მიმართული ნებისმიერი პროპაგანდული კამპანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ასევე უნდა იქნეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული“, - დასძენენ პრეზიდენტები.
„რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების თაობაზე სპეკულირება, სიძულვილის გაღვივება უკრაინის რეგიონებს შორის მათი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნების საფუძველზე, უკრაინული ენის შეურაცხყოფა და უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკის ღია უპატივცემულობა უნდა იღებდეს სათანადო შეფასებას“, - ხაზს უსვამენ პრეზიდენტები.

No comments: