ჩაი სასარგებლოა კბილებისთვის
უკანასკნელ ხანს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩაის უნარი შესწევს, დაგვიცვას ღრძილების დაავადებისა და კბილებზე ახალი ღრმულების გაჩენისგან, ოღონდ ამისთვის დღეში სამი-ოთხი ფინჯანი ჩაის სმაა საჭირო.
განსაკუთრებით სასარგებლოა ამ კუთხით შავი ჩაი - ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვის პაროდონტის ქსოვილების ანთების განვითარებაში მონაწილე ლაცტობაცილლუს-სა და სტრეპტოცოცცუს მუტანს-ს. ამავე დროს, ჩაი ხელს უშლის მჟავას გამოყოფაში იმ ბაქტერიებს, რომლებიც აქტიურდებიან საკვების მიღების დროს. კვლევამ იგივე შედეგი აჩვენა ჩაიში შაქრის დამატების დროსაც. ასეთივე აღმოჩნდა მწვანე ჩაის ეფექტი. რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მწვანე ჩაის გასახდომი ეფექტიც აქვს. მეცნიერები ამას ხსნიან დამატებითი ენერგიის გენერაციით, რომელიც ცხიმის წვის დროს იხარჯება.
No comments:
Post a Comment