add by be news

დელფინოთერაპია - აიკრძალოს თუ არა იგი?


ვეშაპებისა და დელფინების დაცვის ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენლებმა (ჭჰალე ანდ Dოლპჰინ ჩონსერვატიონ შოციეტყ) აუტიზმის კვლევის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით დაჟინებით მოითხოვეს დელფინოთერაპიის აკრძალვა.

ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი ცხოველების მიმართ საკმაოდ სასტიკია და შესაძლოა, ავადმყოფებისთვისაც საშიში აღმოჩნდეს, ხოლო მისი თერაპიული ეფექტი ჯერ დაუდასტურებულია. დელფინოთერაპია ფართოდ გამოიყენება აუტიზმისა და არაერთი სხვა დაავადების სამკურნალოდ მოზრდილებსა თუ ბავშვებში. მეცნიერთა თქმით, დელფინები გარეული ცხოველები არიან და შესაძლოა, აგრესია გამოამჟღავნონ, განზრახ მიაყენონ ტრავმა ადამიანს. მათ გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც დელფინები კბენდნენ და ურტყამდნენ მოცურავეებს, აკავებდნენ მათ წყალქვეშ, ავლენდნენ სექსუალური ხასიათის ქმედებებს. გარდა ამისა, დელფინოთერაპიის დროს არსებობს როგორც ადამიანისგან ცხოველის, ისე ცხოველისგან ადამიანის დასნებოვნების საშიშროება. მრავალი დელფინი ადამიანისთვის საშიში ბაქტერიების (მათ შორის - ბრუცელოზის გამომწვევის) მატარებელია. დაბოლოს, დელფინოთერაპია უარყოფითად მოქმედებს დელფინებზე, იწვევს სტრესს და სიცოცხლეს უმოკლებს თავისუფლების მოყვარე ცხოველებს.

No comments: