add by be news

სიბერეში ტვინი იჟანგება


ავსტრალიელმა მეცნიერებმა ტვინის აგებულებისა და ფუნქციის შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ დაბერების პროცესში ირღვევა ტვინში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები, რაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტვინის დაჟანგვას იწვევს.

მელბურნელ მკვლევართა თქმით, ტვინის ნორმალურ მუშაობას მასში მეტალების მაღალი შემცველობა განაპირობებს. კერძოდ, ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია ისეთი მეტალები, როგორებიცაა რკინა და თუთია, რომლებსაც დაჟანგვის უნარი შესწევთ.


60 წლამდე ორგანიზმი გაივლის მეტაბოლური ცვლილებების რამდენიმე სტადიას, რაც შინაგან პროცესებს ცვლის. რკინა, რომელიც ტვინს მიეწოდება, მეტაბოლური დარღვევების დროს შესაძლოა დაიჟანგოს. ეს არღვევს ნეირონების ქსელის მუშაობას, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა და ალცჰაიმერის დაავადება. ამჟამად ავსტრალიელი მეცნიერები ორგანიზმის მეტაბოლური ბალანსის აღმდგენი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ. 

No comments: