მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლს მილიონნახევრად ჰყიდის
მიხეილ სააკაშვილი ყვარელში მდებარე სახლს ჰყიდის, რომლის მშენებლობა 45 738 ლარი დაჯდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყვარელში მიწის ნაკვეთი 33 000 ლარად შეიძინა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ქართული სიტყვა“ ავრცელებს. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს ექს-პრეზიდენტი ყვარლის მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ჩათვლით ჰყიდის.
როგორც გამოცემა იუწყება ადგილობრივებმა დაუდასტურეს, რომ სახლი მილიონნახევრად იყიდება და უკვე ორი კვირაა შენობიდან ნივთებიც გააქვთ.
„ბოლო ორი კვირაა რაღაცას ეზიდებიან მაქედან, ამბობენ ცლისო სახლსო“,-განუცხადა „ქართულ სიტყვას“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა. გავრცელებული ინფორმაციით ყვარლის სახლით , სადაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს არაერთ დელეგაციას უმასპინძლა, მისი ფასიდან გამომდინარე ძირთადად უცხოელები ინტერესდებიან.
No comments:
Post a Comment