add by be news

ასტროლოგი პაველ გლობო უკრაინის დაშლას და ყირიმის "უკრაინის ჩეჩნეთად" გადაქცევას პროგნოზირებს

პირველმა უკრაინელმა ასტროლოგმა პაველ გლობომ 2009 წელს უკრაინის დაშლა იწინასწარმეტყველა. როგორც მაშინ გლობო აცხადებდა,  ქვეყანა გლობალურ კრიზისს ვერ გადაურჩება და უკვე 2014 წელს უკრაინაში იმოქმედებს ორი,  ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დე ფაქტო ადმინისტრაცია, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს სახე მხოლოდ ფორმალურად შენარჩუნდება.
გლობოს ვარაუდით,  აღმოსავლეთ უკრაინის ფედერაცია არ მიიღებს კიევის უფლებამოსილებას და რეალურად გახდება რუსეთის იმპერიის ნაწილი, რაც შეეხება ყირიმს, მას  უკრაინის ჩეჩნეთს უწოდებს.
ხარკოველი ასტროლოგი ელენე მაქსიმოვა ლამის ჩაქოლეს 2010 წელს გაკეთებული პროგნოზის გამო. მან საკმაოდ საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინას. მისი გამოთვლებით, უკრაინა ამჟამინდელი სახით 2013 წლის შემდეგ აღარ იარსებებს. მისივე  პროგნოზით,  უკრაინის სახელმწიფოს დღევანდელი საზღვრები შეიცვლება და  მისი გაყოფა მოხდება. ლუგანსკის,  დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონი, ასტროლოგის ვარაუდით, რუსეთის ნაწილი გახდება, თუმცა  ავტონომია ექნებათ. მაქსიმოვას თქმით, ახალ ტერიტორიულ ერთეულს ახალი სახელი დაერქმევა. უკრაინაში კი დანარჩენი რეგიონები დარჩებიან, ეყოლებათ ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამ დროისთვის პოლიტიკურ ცნობილ სახეს არ წარმოადგენს.
ასტროლოგი იგორ ნიკიშინი კი ამ ყველაფერს ბოდვას უწოდებს და უკრაინას უმტკივნეულო რეფორმებსა და ნათელ მომავალს, ხოლო იანუკოვიჩს ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტობას  უწინასწარმეტყველებს.
 

No comments: