add by be news

“სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა”

შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა  დაცვის ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის საქმეს  პრიორიტეტი მიანიჭა.

კახიძის თქმით, ამის დაცვის მხარემ წერილი სტრასბურგიდან მიიღო.
„სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეს მიანიჭა პრიორიტეტი იმ საფუძვლის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებს სისტემური ხასიათი აქვს. ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს“,– განაცხადა კახიძემ.
ცნობისთვის, დაცვის მხარეს სტრასბურგში მერაბიშვილის აღკვეთი ღონისძიება აქვს გასაჩივრებული.



No comments: